რეალობის აღქმა
არსებობს ჩვენს ტვინსა და ცნობიერ გამოცდილებას შორის კავშირი, როგორებიცაა შაურმის ჭამა ან მუსიკის მოსმენა?
პირველ რიგში ისმის სამართლიანი კითხვა - ჩემ მიერ აღქმული რეალობა რამდენად ჭეშმარიტია? ვუყურებ ყვითლად შეღებილ კედელს და გამომაქვს დასკვნაც, რომ ჩემ წინ კედელი მართლაც ყვითელია. თუ თვალებს დავხუჭავ ათასგვარი გამოსახულებები დაიკავებს ჩემს ცნობიერებას, მაგრამ რეალობაში ყვითელი კედელი ყვითელ კედლად დარჩება, არა? რა თქმა უნდა კი, მაგრამ რამდენად რეალურია ჩემი აღქმა? იქნებ ჩვენ ჭეშმარიტი რეალობის არასწორ ინტერპრეტაციას ვახდენთ.
მცდარი ინტერპრეტაციები ჰომო საპიენს საპიენსისთვის ახალი არ არის, ჩვენ ვფიქრობდით რომ დედამიწა ბრტყელია, რადგან ის ასე გამოიყურება. თუმცა პითაგორამ გვითხრა რომ ვცდებოდით. შემდგომ ამისა, კიდევ შევცდით და გვეგონა, რომ დედამიწა სამყაროს უმოძრაო ცენტრია, ისევ იგივე მიზეზით - ყველაფერი ასეთნაირად გამოიყურება. გალილეომ და კოპერნიკმა დაგვიმტკიცეს რომ ვცდებოდით. თუმცა გალიელო უფრო შორს წავიდა, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სახეობის ძირითადი აღქმის ჭეშმარიტების რაობა. მან თქვა - "ვფიქრობ, გემოვნება, სურნელი, ფერები, და სხვა ჩვენს ცნობიერებაში ბინადრობს. ამრიგად, თუ ცოცხალი ქმნილება არ იარსებებს, ყველანაირი თვისება განადგურდება." შესანიშნავი მოსაზრებაა, თუმცა აღმოჩნდა რომ თანამედროვე მეცნიერებას ჯერ კიდევ არაფერი ღირებული აქვს სათქმელი, ეს ფუნდამენტური კითხვა კი მთელს სახეობას დასაბამიდან აწუხებდა.
უხეშად რომ ვთქვათ, ტვინის ქერქის დაახლოებით მესამედი ჩართულია მხედველობით პროცესებში. როცა მე ვუყურებ ჩემ წინ მდებარე ყვითელ კედელს, მაშინ მილიარდობით ნეირონი და სინაფსი ამუშავდება. დასაშვებია მხედველობის აპარატი უბრალოდ კამერად მოიაზრო და შესაბამისად ის იმ ობიექტურ რეალობას აფიქსირებს რაც ჭეშმარიტად არსებობს. აქვს ამ აზრს არსებობის უფლება, მხედველობის აქტის რაღაც ნაწილი მართლაც თამაშობს კამერის როლს, შეიძლება ფოტორეცეპტორები მეგაპიქსელებად მოვიაზროთ და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება, მაგრამ მაშინ პასუხის მიღმა გვრჩება ნეირონებისა და მათი კავშირების - სინაფსების როლი.
თუმცა დღესდღეობით ეს საკითხი პასუხგაუცემელი სულაც არ არის, ისინი დროში შესაბამისად აყალიბებს ფორმებს, მოძრაობას, ფერებს და ობიექტებს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მთელი ეს თითქოს კარგად აწყობილი აპარატი მარტივად სურათებს იღებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდება. ჩვენ რეალობას ვაწყობთ იმად რადაც აღვიქვამთ. ჩვენ ერთდროულად არ ვაწყობთ მთელს სამყაროს, არამედ იმას რაც მოცემულ მომენტში გვჭირდება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ საბოლოოდ შემდეგ დასკვნამდე მივდივართ - მე თუ ყვითელ კედელს ვხედავ, ე.ი მის რეკონსტრუქციას ვახდენ, თუმცა ეს უკანასკნელი ობიექტური რეალობის ნამდვილი ასახვაა, ანუ რომც არ შემეხედა კედელზე, ის მაინც ყვითლად დარჩებოდა.
ზემოთ ჩვენი სახეობა დავაკონკრეტე და ტყუილად არა, ამ საქმეში ევოლუციას თავისი როლი აქვს (და იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანიც!). ლოგიკურია, რომ ჩვენი წინაპრები, რომლებიც უფრო ჭეშმარიტად აღიქვამდნენ რეალობას, კონკურენციული უპირატესობა ჰქონდათ იმათ მიმართ, რომლებიც უფრო დამახინჯებულ რეალობას აღიქვამდნენ, შესაბამისად ჩვენ გადმოგვეცა ისეთი აღქმის აპარატი, როგორიც გვაქვს. თუმცა სამართლიანი კითხვა იბადება, თუ რამდენად რეალურია ეს ზემოხსენებული მრავალგზის გაჟღერებული სტანდარტული თეზისი (ახალი მოსაზრება ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენი აღქმა ასეთი ზუსტია, შესაბამისად ჭეშმარიტიც უნდა ყოფილიყო).
იმისათვის რომ ამ თეზისის ჭეშმარიტება შევამოწმოთ, საჭიროა ბუნებაში მოცემულ რამდენიმე მაგალითს გადავხედოთ. არსებობს ხოჭოების ერთი-ერთი სახეობა, რომელიც მოყავისფროა და პრიალებს. მდედრ ხოჭოს ფრთები არ აქვს და შესაბამისად ვერც დაფრინავს. მამრს კი ფრენა შეუძლია და განაყოფიერებისათვის მდედრს ეძებს, ხოლო როდესაც იპოვის მისკენ მიემართება და საქმეს შეუდგება. საინტერესო ის არის, რომ ეს ხოჭოები განაყოფიერებას ისევე ცდილობენ პრიალა ყავისფერ ბოთლზე, რომელიც მდედრი ხოჭოს იმიტაციას ახდენს, როგორც მდედრ ხოჭოებთან. ე.ი მამრი ხოჭოები მდედრ ხოჭოსა და ყავისფერ ბოთლს შორის განსხვავებას ვერ პოულობენ. ვინაიდან მამრები ჩვეულებრივ ათასწლეულების მანძილზე მდედრებს პოულობდნენ, მათთვის ეს ყოველივე რეალობად აღიქმება, მათთვის მდედრი ხოჭოები ყველაფერი ყავისფერი და პრილა შეიძლება იყოს, რაც დიდი მით უკეთესი, ხოჭოები უფრო და უფრო ეხვევიან ბოთლს და მაინც ვერ აცნობიერებენ საკუთარ შეცდომას, როცა მთლიან ბოთლზე აცოცდებიან. აქიდან მორალი შემდეგია - ევოლუციამ ხოჭოები მწარედ მოატყუა! ახლა კი იგივე მაგალითი გადმოიტანეთ ჩვენს სახეობაზე და ყველაფერი უფრო ნათელი გახდება.
რა თქმა უნდა შეიძლება იფიქროთ რომ რადგანაც ხოჭოები ძალიან მარტივნი არიან, შესაბამისად აღქმაში გარღვევის არსებობა არაფერია და მსგავსი რამ შეუძლებელია ძუძუმწოვრებს დაემართოთ. თუმცა რეალურად ძუძუმწოვრებშიც იგივე სიტუაციას ვაწყდებით, მაგალითად ცხენიც იგივენაირად აენთება ყალბი ცხენის ფიგურისკენ, როგორც ხოჭოები ყავისფერი ბოთლისკენ.
ეს ყოველივე ბადებს ტექნიკურად მნიშვნელოვან და კომპლექსურ კითხვას - ბუნებრივი გადარჩევა ნამდვილად ანიჭებს უპირატესობას რეალობის ჭეშმარიტად აღქმას? როგორც ზემოთ დავინახეთ არა, ჩვენ მარტივად შეგვიძლია სხვა დაბალგანვითარებული სახეობების იაღლიშები დავინახოთ, თუმცა არ შეგვიძლია გავაანალიზოთ საკუთარი. შეიძლება იკითხოთ, ჩვენ ხომ ხოჭოები არ ვართ, ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ სექს-სათამაშო რეალური ადამიანისგან, ამრიგად ეს მაგალითები არ გამოდგება, მაგრამ აქაც საჭიროა დაფიქრება, სინამდვილეში ჩვენ და ხოჭოებიც ერთ ნავში ვართ, ჩვენი მისწრაფება არსებობისათვის ბრძოლა და ფარდობითად მაღალგანვითარებულობა სულაც არ ამტკიცებს სისწორეს ანუ ადამიანის აღქმის ჩამოყალიბება ისევე როგორც ნებისმიერი ორგანიზმის, მიმართულია არა რეალობის ჭეშმარიტად აღქმისკენს, არამედ თვითგადარჩენისკენ (ყოველ შემთხვევაში ეს არის ის, რასაც ევოლუციის თეორია ხაზგასმით გვეუბნება).
ეს ყოველივე ბადებს ტექნიკურად მნიშვნელოვან და კომპლექსურ კითხვას - ბუნებრივი გადარჩევა ნამდვილად ანიჭებს უპირატესობას რეალობის ჭეშმარიტად აღქმას? როგორც ზემოთ დავინახეთ არა, ჩვენ მარტივად შეგვიძლია სხვა დაბალგანვითარებული სახეობების იაღლიშები დავინახოთ, თუმცა არ შეგვიძლია გავაანალიზოთ საკუთარი. შეიძლება იკითხოთ, ჩვენ ხომ ხოჭოები არ ვართ, ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ სექს-სათამაშო რეალური ადამიანისგან, ამრიგად ეს მაგალითები არ გამოდგება, მაგრამ აქაც საჭიროა დაფიქრება, სინამდვილეში ჩვენ და ხოჭოებიც ერთ ნავში ვართ, ჩვენი მისწრაფება არსებობისათვის ბრძოლა და ფარდობითად მაღალგანვითარებულობა სულაც არ ამტკიცებს სისწორეს ანუ ადამიანის აღქმის ჩამოყალიბება ისევე როგორც ნებისმიერი ორგანიზმის, მიმართულია არა რეალობის ჭეშმარიტად აღქმისკენს, არამედ თვითგადარჩენისკენ (ყოველ შემთხვევაში ეს არის ის, რასაც ევოლუციის თეორია ხაზგასმით გვეუბნება).
Comments
Post a Comment