ნეირონებს ზრდასრულ ადამიანებში გაყოფის უნარი აქვთ!


დღესაც დამკვიდრებულია მოსაზრება რომ ნეირონს გაყოფის უნარი არ აქვს, ასე ითვლებოდა გასულ საუკუნეშიც, თუმცა დღესდღეობით საპირისპირო შედეგს ვიღებთ. ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა, რადგან ეს კვლევის საკმაოდ ახალი სფეროა. ნეიროგენეზის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო ალბათ ჰიპოკამპია. ეს არის ის რუხი სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია ტვინის ცენტრში. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის მნიშვნელოვანია დასწავლის, მახსოვრობის, ხასიათისა და ემოციის ჩამოყალიბებისათვის. როგორც გაირკვა, ეს არის ზრდასრული ტვინის ერთ-ერთი უნიკალური სტრუქტურა სადაც ახალი ნეირონები წარმოიქმნება. ამის მაგალითია თაგვის ტვინის ჰიპოკამპი, რომლის გაკვეთისას ვხვდებით ახალწარმოქმნილ ნეირონებს. რაც შეეხება ადამიანის ტვინს, გამოთვლილია, რომ ჩვენ ყოველდღე ჰიპოკამპში 600-700 ახალ ნეირონს წარმოვქმნით. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ცოტაა, იმ მილიარდობით ნეირონთან შედარებით, რომელიც გვაქვს. მაგრამ 50 წლის ასაკისთვის, ამ სტრუქტურაში ჩვენი ყველა ძველი ნეირონი ჩანაცვლებული იქნება ზრდასრულ ასაკში წარმოქმინილი ნეირონებით. პირველ რიგში, ჩვენ ვიცით, რომ ისინი მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისთვის და ლაბორატორიაში ნაჩვენებია, რომ თუ დავბლოკავთ ზრდასრული ტვინის უნარს, ჰიპოკამპში წარმოქმნას ახალი ნეირონები, ამით ჩვენ შევზღუდავთ მახსოვრობის ზოგიერთ უნარსაც.

საინტერესოა ის, რომ თუ მივიღებთ ანტიდეპრესანტებს, ამით ახალი ნეირონების წარმოქმნას გავზრდით და შევამცირებთ დეპრესიის სიმპტომებს, რაც აშკარა კავშირს აჩვენებს ნეიროგენეზსა და დეპრესიას შორის. მაგრამ უფრო მეტიც, თუ დაბლოკავთ ნეიროგენეზს, ამით შეაჩერებთ ანტიდეპრესანტის ეფექტიანობასაც. გაირკვა რომ გარემო-პირობები ნეიროგენეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და შესაბამისად რიგი აქტივობებისა სხვადასხვა გავლენას ახდენს ამ პროცესზე. თუმცა აღსანიშნავია საკვები რაციონის როლიც, რომლის ეფექტიანობაც ნაჩვენები იქნა. მაგალითად შემდეგი ზრდის ნეიროგენზს, კალორიების შემცირება 20-30%-ით, ფლავონოიდების მიღება, რომლებსაც მუქი შოკოლადი და მოცვი შეიცავს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, წარმოდგენილი თევზის ქონში. სამაგიეროდ რაციონს, რომელიც მდიდარია კარგად გაჯერებული ცხიმით, ნეიროგენეზზე ნეგატიური გავლენა ექნება. ასევე ალკოჰოლის მიღება შეამცირებს ნეიროგენეზს. თუმცა, რესვერასტროლმა, რომელსაც წითელი ღვინო შეიცავს აჩვენა, რომ ხელს უწყობს ახალი ნეირონების გადარჩენას.

მთელი ეს ინფორმაცია, რომლისთვისაც უჯრედულ დონეზე ჩახედვაა საჭირო, ცხოველური მოდელების გამოყენებით იქნა შეგროვებული. მაგრამ ეს რაციონი, ასევე ადამიან მონაწილეებსაც მისცეს და ვნახეთ, რომ ისეთივე გავლენას ახდენს მეხსიერებასა და განწყობაზე, როგორსაც ნეიროგენეზზე. მაგალითად, კალორიების შეზღუდვისას მეხსიერების მოცულობა იზრდება. სამაგიეროდ მაღალი ცხიმოვანი რაციონი დეპრესიის სიმპტომებს ამწვავებს, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისგან განსხვავებით, რომლებიც ზრდის ნეიროგენეზს და ასევე ხელს უწყობს დეპრესიის სიმპტომების შემცირებას. ამრიგად, კვებითი რაციონის გავლენა გონებრივ ჯანმრთელობაზე, მეხსიერებასა და განწყობაზე, სინამდვილეში განპირობებულია ჰიპოკამპში ახალი ნეირონების წარმოქმნით.

Comments

Popular Posts