ნეანდერტალელი ვარ?!
ჩვენი წინაპრები აფრიკიდან დაახლოებით 60,000 წლის წინ გადმოვიდნენ, თუმცა ისინი არ იყვნენ მარტონი. ამავდროულად ევრაზიის ტერიტორიაზე სულ მცირე ჰომინიდთა ორი ნათესავი სახეობა არსებობდა - ნეანდერტალელწბი და დენისოვანები. თუმცა როდესაც ჩვენი წინაპრები ევრაზიას ეწვივნენ, ნეანდერტალელწბსაც შეხვდნენ და შეჯვარდნენ. ამის გამო, თანამედროვე ადამიანის გენოფონდში წარმოდგენილია ნეანდერტალელთა დნმ-ის მცირე რაოდენობა.
ამრიგად, ყველა აფრიკის გარეთ მცხოვრები ადამიანი ატარებს ნეანდერტალურ ცოცხალ რელიქვიას. მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ამ ორ სახეობის სრულ გენომს ერთმანეთს ადარებდა, დაასკვნა რომ ევროპელებისა და აზიელების დიდი ნაწილი 1-2% ნეანდერტალური დნმ-ის მტარებელია. მკვიდრ სუბ-საჰარელ აფრიკელებში კი ასეთი რამ არ აღინიშნება, ვინაიდან მათი წინაპრები ევრაზიაში არ მიგრირებულან.
გაუგებარი სულაც არ არის ის ფაქტი, რომ თანამედროვე ადამიან ასეთი შეჯვარების შედეგია. არსებობს მოსაზრება, რომ ნეანდერტალებს, დენისოვანებსა და ყველა თანამედროვე ადამიანს ერთი წინაპარი ყავს - ჰაიდერბერგელი ადამიანი. დაახლოებით 300,000-400,000 წლის წინ, ჰაიდერბერგელი ადამიანის უძველესმა წინაპარებმა აფრიკა დატოვეს და სხვადასხვა მიმართულებით გაიყვნენ. ერთი ნაწილი ჩრდილოდასავლეთით წავიდა დასავლეთ აზიასა და ევროპაში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ნეანდერტალელი. მეორე ნაწილი კი აღმოსავლეთით დასახლდა და მივიღეთ დენისოველი. 130,000 წლის წინ კი, აფრიკაში დარჩენილი ჰაიდერბერგელი ადამიანისგან წარმოიქმნა ჰომო საპიენსი, მათმა ნაწილმა 60,000 წლის წინ დატოვა აფრიკა და გაიფანტა ევრაზიაში, სადაც შეხვდნენ უძველეს წინაპრებს (ნეანდერტალელებს და დენისოველებს).
რადგან უკვე ამდენი ვიცით, ყველაფრის ახსნა მარტივი ხდება და ისიც ვიცით თუ რატომ გაქრნენ ნეანდერტალელები, რომლებიც აფრიკიდან პირველად გამოსვლის შემდეგ გადარჩენისათვის ათასწლეულების მანძილზე იბრძოდნენ, მაგრამ ისინი დაახლოებით 30,000 წლის წინ გადაშენდნენ, ეს კი ის დროა, როცა ევროპაში თანამედროვე ადამიანი გამოჩნდა. ზოგიერთი შეხედულების თანახმად, თანამედროვე ადამიანისა და ნენადერტალელის კონკურენციის ხარჯზე, ეს უკანასკნელი საბოლოოდ განადგურდა, თუმცა ახალი გენეტიკური მტკიცებულება სხვა რამეზე მეტყველებს. სინამდვილეში ჩვენს წინაპრებს კი არ სძულდათ ერთმანეთი, არამედ პირიქით - უყვარდათ. შედეგად ისინი კი არ გაწყდნენ, არამედ შეერივნენ გაცილებით უფრო დიდ პუპულაციას.
Comments
Post a Comment