დოფამინი



დოფამინი – ეს ნივთიერება ცხოველებში სინთეზირდება და ასრულებს როგორც ნეიროტრანსმიტერის, ისე ჰორმონის როლსაც, მისი სინთეზირება შეიძლება მოხდეს თავის ტვინში – რუხ ნივთიერებასა და ვენტრალურ ტეგმენტუმში, და თირკმელზედა ჯირკვალის ტვინოვან შრეში. აღსანიშნავია, რომ აქიდან მისი ტრანსპორტირება სისხლიდან ტვინში არ მიმდინარეობს. ქიმიური ბუნებით დოფამინი კატექოლამინია და ნორადრენალინისა და ადრენალინის წინამორბედს წარმოადგენს. მისი წყაროა ამინომჟავა თიროზინი, ხოლო მასინთეზირებელი ფერმენტი თიროზინჰიდროქსილაზა.

დოფამინი როგორც ნეიროტრანსმიტერი მოქმედებს ისეთ პროცესებზე, როგორიცაა მოტივაცია და დასწავლა. ჩვეულებრივ ის გამომუშავდება პოზიტიური მდგომარეობისა და ნარკოტიკების მეშვეობით. ორგანიზმში ზოგიერთი ნარკოტიკის მოხვედრა ტვინში მკვეთრად ზრდის დოფამინის გამომუშავებასა და გამოყოფას, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს პოზიტიური და დამაკმაყოფილებები შეგრძნებები ხელოვნურად შეიქმნან. ასეთი ნარკოტიკები – ამფეტამინი, რომელიც პირდაპირ სტიმულირებს დოფამინის გამოყოფას, რადგან მოქმედებს მის ტრანსპორტირებაზე. ნიკოტიკინი იმიტირებს ბუნებრივი ნეირომედიატორების მოქმედებას, ხოლო ალკოჰოლი აინჰიბირებს დოფამინის ანტაგონისტების მოქმედებას. კოკაინი და ფსიქოსტიმულატორები კი ახდენს დოფამინის უკუშთანთქმის პროცესის ბლოკირებას, რითაც სინაფსურ ნაპრალში დოფამინის კონცენტრაცია იზრდება.
ფსიქოსტიმულატორების ეფექტი ასევე მოიცავს – გულისცემის, ტემპერატურისა და ოფლიანობის გაზრდას. შესამჩნევია ყურადღებისა და ამტანობის გაუმჯობესებაც, თუმცა უფრო მაღალ დოზებში ვლინდება აგზნებისა და მღელვარების მატება, საბოლოოდ კი რეალობის შეგრძნების დაკარგვა.

თუ მომხმარებელი დიდი პერიოდის მანძილზე მოიხმარს ასეთ პრეპარატებს, მაშინ ტვინი ეგუება დოფამინის ხელოვნურად გაზრდილ კონცენტრაციას და შესაბამისად იგი უფრო მცირე რაოდენობით გამოიყოფა. ასეთი პროცესების გამო, ნარკომანი მიღებულ დოზას ზრდის. საბოლოოდ კი ეს გამოიწვევს თავის ტვინში მეტაბოლიზმის დარღვევებს. ასევე არსებობს პრეპარატებიც, რომლებიც აქვეითებს დოფამინერგულ გადაცემას. შიზოფრენიისა და ობსესიურ–კომპულსიური დარღვევის (ოკდ) ვხვდებით ტვინის გარკვეულ უბნებში დოფამინერგული აქტივობის მატებას. დოფამინის რაოდენობის დაქვეითება თავის ტვინის წინა უბნებსა და ქერქქვეშა წარმონაქმნებში დაკავშირებულია ნორმალური დაბერების პროცესთან. დოფამინი განსაკუთრებულ როლს თამაშობს კოგნიტურ მოქმედებებში და აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად.
ცნობილია დოფამინის 5 რეცეპტორი – D1, D2, D3, D4, D5, რომლებიც დაკავშირებულია G-ცილასთან. დოფამინის რეცეპტორები გვხვდება როგორც ცენტრალურ ისე პერიფერიულ ნერვულ სისტემაშიც. დოფამინის შემცველი ნეირონები რამოდენიმე ძირითად გზას ქმნის, ესენია – მეზოლიმბური, მეზოკორტიკალური და ტუბეროინფუნდიბულარული.

Comments

Popular Posts