ნეიროსპეციფიკური ცილები
ნეირონებსა და გლიაში სხვა ჩვეულებრივ ცილებთან ერთად გვხვდება ისეთი ცილებიც, რომლებიც მხოლოდ ნერვულ ქსოვილში ექსპრესირდება, მათ ნეიროსპეციფიკურ ცილებს უწოდებენ. ნეიროსპეციფიკური ცილების უმრავლესობა გლიკოპროტეინი ან ლიპოპროტეინი, ისინი მონაწილეობს სინაფსური მექანიზმის მუშაობაში, რეცეპტორების სტრუქტურისა და ადჰეზიური ცილების ჩამოყალიბებაში, ონტოგენეზსა და მეხსიერების ფორმირებაში. იმისათვის, რათა ცილები მივაკუთვნოთ ნეიროსპეციფიკურ ჯგუფს, აუცილებელია ცილა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს - უნდა არსებობდეს ძირითადად ნერვულ ქსოვილში, ცილა უნდა მოაწილეობდეს ნერვული ქსოვილისათვის სპეციფიკური ფუნქციის რეალიზაციაში, მაგალითად ნერვული იმპულსების გენერაცია და გატარება, დასწავლა, სინაფსური აპარატის მუშაობა და სხვა. უნდა არსებიბს კავშირი ცილის ბიოლოგიურ აქტივობასა და ნერვული სისტემი ფუნქციონალურ მდგომარეობას შორის. ნეიროსპეციფიკური ცილების არსებობა განპირობებულია ტვინში გენების ექსპრესიის თავისებურებებით. ნერვულ ქსოვილში აქტიურია გენების 10%, რაც მაღალია ორგანიზმის სხვა ქსოვილებთან შედარებით, ...